ტრენინგი მარნეულში ადგილობრივ მესაქონლე ფერმერებთან
 21/10/2021

მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 21 ოქტომბერს , მარნეულის ცენტრში  ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი მესაქონლე ფერმერებისათვის.

ტრენინგი მიმდინარეობდა აზერბაიჯანულ ენაზე თანმიმდევრული თარგმანით.

ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები.

ტრენინგის თემები გახლდათ:

- ცხოველთა მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი ჯიშები, მათი სელექცია და თავისებურებები,  ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი
- ცხოველთა კვების მენეჯმენტი და მისი როლი ფერმის მართვაში,  ტრენერი: გიორგი ხატიაშვილი
- ცხოველთა სტრესის შემცირების თანამედროვე მიდგომები და ცხოველთა კეთილდღეობა,  ტრენერი: მაია ბერუაშვილი

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.