ტრენინგები სიღნაღში ადგილობრივ მესაქონლე ფერმერებთან
 07/12/2021

მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, 7 დეკემბერს, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში  ჩატარდა ტრენინგები  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მესაქონლე ფერმერებისათვის, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით.

ტრენინგს ესწრებოდნენ მსხვილი ფერმერები.

○ ტრენინგის თემები გახლდათ:

- ცხოველთა ინფექციური, ინვაზიური და ჰელმინთური დაავადებები, მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტრენერი: ნატო ფერაძე.
- ცხოველთა სტრესის შემცირების თანამედროვე მიდგომები და ცხოველთა კეთილდღეობა. ტრენერი: მაია ბერუაშვილი.

ფერმერებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია SQIL პროექტის ფარგლებში გამოცემული ლიტერატურისა და აპლიკაცია აგრონავტის შესახებ. ტრენერებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საველე ტრენინგები ტარდება პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37 ის მიერ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.