"მომავლის ფერმერი", რომელიც 2007 წელს შეიქმნა ხელს უწყობს ფერმერებს, მეწარმეებს, დარგის სპეციალისტებსა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის დარგების, ეკონომიკურ-სოციალური სისტემების განვითარებასა და თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაში.


ორგანიზაციის მიზნები



ორგანიზაციის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური სისტემების განვითარების ხელშეწყობა; ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა; ფორმალურ და არაფორმალურ  განათლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე უწყვეტი ხელმისაწვდომობისა და კლიმატური ცვლილებების პირობებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ექსტენციის სერვისების განვითარება, აგროჟურნალისტიკის მხარდაჭერა.


ორგანიზაციის საქმიანობა:


- უზრუნველყოფს ინოვაციური სოციოალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვის ინიცირება და მხარდაჭერა;

- სასოფლო-სამეურნეო/ არასასოფლო სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

- გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონიძიებების ხელშეწყობა;

- ინფრასტრუქტურის განვითარება/ რეაბილიტაცია ხელშეწყობა;

- საგრანტო პროგრამების განხორციელება კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის პირდაპირი გრანტების გაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში;

- ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნა;

- ინოვაციური, გარემოსთან მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

- ადამიანებში იმ ცოდნისა და უნარების გაძლიერება, რომელიც მათ დაეხმარებათ ადგილობრივ, რეგიონულ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან, საკუთარი საჭიროებების სწორედ წარმოჩენასა და პარტნიორობაში;

- პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, შესაძლებლობების შექმნა, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადება/გადამზადების გზით;

- არაფორმალური განათლების წახალისება/ მხარდაჭერა;

- სოფლის მეურნეობასა და სხვა დარგებში ადამიანური რესურსების რაოდენობრივ და ხარისხობრივ ზრდასა და კონკურენტუნარიანი კადრების/ დარგის სპეციალისტების მომზადების მხარდაჭერა;

- მოზარდებთან და ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობა, რათა გაზარდოს მათი ჩართულობა ორგანიზაციის მიზნების განხორციელების პროცესში;

- ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისა და სხვა ინიციატივებში;

- მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით;

- დამატებითი რესურსების მოძიება, ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების განსახორციელებლად;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ) მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების ამაღლებაში და მათ ჩართულობაში სათემო განვითარების და   სხვა ინიციატივებში;

- ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


საკონსულტაციო ცენტრი


ორგანიზაციაში ფუნქციონირებს საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი, რომელიც ფერმერებს კომპეტენტური რჩევებით უზრუნველყოფს (მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, აგრონომია, სელექცია, მეთევზეობა, მევენახეობა-მებაღეობა და ა.შ.). მუშაობს ცხელი ხაზი. ორგანიზაციის მუდმივი პერსონალითა და დამხმარე კონსულტანტებით დაკომპლექტებული გუნდი ფარავს აგრობიზნესის სრულს ჯაჭვს. გუნდი მოიცავს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სპეციალისტებს, ექსტენციის და  განათლების ექსპერტებს.

ორგანიზაცია კონსულტაციას უწევს ფერმერებს აგრომარკეტინგისა და აგრობიზნესის საკითხებში, უმარტივებს მათ ურთიერთობას საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 


საგანმანათლებლო პროექტები


„მომავლის ფერმერი“ მუშაობს ფერმერებთან ექსტენციის მიმართულებით. განხორციელებული აქვს საგანამანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები საერთაშორისო დონორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ორგანიზაცია მუშაობს სოფლის მეურნეობაში ინოვაციების, მეწარმეობისა და საოჯახო მეურნეობის სერვისების გაძლიერების მიზნით, არაფორმალური განათლებისა და უწყვეტი ინფორმაციის მიწოდებით ორგანიზაცია ეხმარება ფერმერებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს კომპეტენციების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში.

ტრენინგები


ორგანიზაციას ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი ტრენინგი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ფერმერების (ყველა დარგი და მიმართულება) და სპეციალისტებისთვის (ვეტერინარია, აგრონომია, ხელოვნური განაყოფიერება, სელექცია, სურსათვის უვნებლობა), 35 ტრენინგი ცხოველთა საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის, 18 ტრენინგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, 12 ტრენინგი ჟურნალისტებისთვის. აღნიშნული ტრენინგების დიდი ნაწილი დაფარული იყო სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, თუმცა, ტრენინგების დაახლოებით 15% ჩატარებულია კერძო დაკვეთით აგროკომპანიების, საბანკო სექტორის, სადაზღვევო სექტორის, აგრომეწარმეების და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების მხრიდან.


მოწვეული ექსპერტები



მომავლის ფერმერი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და მათთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში FOF -ს ჩატარებული აქვს 65 ტრენინგი, ვორქშოპი და მოკლევადიანი გადამზადების კურსი მეწარმეებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის ამერიკის და ევროპის საგანამანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობით. FOF -ს გუნდის წევრი კი არის განათლების საერთაშორისო ექსპერტი, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კონსულტანტი ლიზა ლოქსმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო და საექსტენციო მოდულების შემუშავების და იმპლემენტაციის ნაწილში.


კონკურსები



ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა სახის კონკურსებს, როგორიცაა: „ჩემი ბოსტანი ჯობია შენსას“, „აღმოაჩინე ინოვაციური სოფელი“, ასევე, ორგანიზებას უწევს დემო ნაკვეთების მოწყობასა და აგრობანაკებს: „ფერმა, როგორც საკლასო ოთახი“, რომლის ფარგლებში თითქმის მთელ საქართველოში ჰყავს ახალგაზრდა ფერმერთა და სკოლის მოსწავლეთა მხარდამჭერი ჯგუფი.

 

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები


მიმდინარე პროექტები                                                                           დასრულებული პროექტები