კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა - ტრენერთა ონლაინტრენინგი TOT სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლებისათვის
 05/12/2023

5  დეკემბერს "მომავლის ფერმერმა" სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლებისათვის კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე ტრენერთა ონლაინტრენინგი TOT  ჩაატარა.

ტრენინგის შედეგად გადამზადდნენ სპეციალისტები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურებიდან.

TOT ჩაატარეს ვეტერინარმა, “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” ლექტორმა ნატო ფერაძემ და აგრარული მეცნიერებების მაგისტრმა, ნიკა ჯაფიაშვილმა.

გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის სეზონების და აქტუალობის მიხედვით რეგულარულ ტრენინგებს ჩაატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.

TOT ჩატარდება სეზონურად, რაც თითოეულ ტრენერს დაეხმარება მეცხოველე ფერმერებთან მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში