მიმდინარე პროექტები

 

საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი

განხორციელების პერიოდი: 01/12/2020 - 31/01/2025

დამფინანსებელი ორგანიზაცია: USDA, FAS

პროექტის ძირითადი მიზანია ფიტოსანიტარული სექტორისა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: პროექტის ფარგლებში შექმნილი ეროვნული მმართველი კომიტეტისა და მისი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია და მენეჯმენტი, რომლებიც ორიენტირებულია მცენარეთა მოსალოდნელი დაავადებების და სხვა მასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვის საპასუხო პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე; კომიტეტის საჭიროებისამებრ ახალი სამუშაო ჯგუფების ფორმირება და კოორდინაცია; კერძო სექტორთან თანამშრომლობა მისი როლის გაძლიერებისა და სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმარებაში ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით; ცნობიერების ამაღლება SPS სექტორის მნიშვნელობის შესახებ სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

კლიმატგონივრული ექსტენციის პროექტი

განხორციელების პერიოდი: 01/10/2023 - 31/12/2024

დამფინანსებელი ორგანიზაცია: USDA, FAS

პროექტი მიზნად ისახავს კლიმატგონივრულ მიდგომებზე დაფუძნებული ექსტენციის სერვისების შექმნასა და გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას და დარგის გაახალგაზრდავებას სხვადასხვა ღონისძიებებით, როგორიცაა: სკოლებში აგროკლუბების ფორმირება, საუნივერსიტეტო ექსტენციის ცენტრის მხარდაჭერა და გაძლიერება, მოკლევადიანი კურსების მომზადება და სტუდენტების ჩართვა, სხვადასხვა სახის კონფერენციებისა და ახალგაზრდული ფორუმების ორგანიზება და სხვა. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაკავშირებლად სხვადასხვა სახის დინამიური პლატფორმის შექმნას რათა, მოხდეს სამეცნიერო ინფორმაციის პრაქტიკაში სწრაფი და ეფექტური გადატანის ხელშეწყობა.

 

 

კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის მხარდაჭერის პროექტი

განხორციელების პერიოდი: 01/05/2023 -  /2024

დამფინანსებელი ორგანიზაცია: კავკასიის ალიანსების პროგრამა 2, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADC და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SIDA მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს Mercy Corps.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის მიმართულებით კომპეტენციებისა და უნარების განვითარება სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და სხვადასხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.

პროექტის გავრცელების არეალია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტი: აჭარა - ხულო; ქედა; კახეთი - დედოფლისწყარო, ახმეტა; ქვემო ქართლი - მარნეული, წალკა; სამცხე -  ახალქალაქი, ნინოწმინდა; სამეგრელო - მარტვილი, რაჭა - ამბროლაური; იმერეთი - სამტრედია; გურია- ლანჩხუთი;