"მომავლის ფერმერის" სერვისები
კონსულტაცია "მომავლის ფერმერი" სხვადასხვა დარგის კონსულტანტებთან, ვიწრო სპეციალისტებთან თანამშრომლობს. მათი საშუალებით, ორგანიზაცია მუდმივად გაცემს კომპეტენტურ რჩევებსა და კონსულტაციებს. "მომავლის ფერმერის" დაარსებიდან დღემდე 350 000 ფერმერმა, მეწარმემ, სპეციალისტმა და აგროსექტორში ჩართულმა სუბიექტმა ისარგებლა ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებით. |
|
ტრენინგცენტრი "მომავლის ფერმერი" მხარს უჭერს აგროსექტორში ჩართული სუბიექტების სამეწარმეო და პროფესიული უნარების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სტანდარტების დანერგვას. შესაბამისად, ორგანიზაცია ატარებს რეგულარულ ტრენინგებს და სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო აქტივობებს სოფლის მეურნეობის ყველა დარგში. საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ტრენერები და სპეციალისტები. ტრენინგები ტარდება საქართველოს ყველა რეგიონში ეთნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით. ორგანიზაციას ჰყავს აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი თარჯიმნები. "მომავლის ფერმერს" დაარსებიდან დღემდე ჩატარებული აქვს 800-ზე მეტი ტრენინგი, გადამზადებული ჰყავს 12 700 ბენეფიციარი. |
|
ცხელი ხაზი "მომავლის ფერმერში" ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების, აგრომეწარმეობის, სახელმწიფო პროგრამებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის ტელეფონის საშუალებით მიღება. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობა: 350 00 ზარი. |
|
ონლაინკონსულტაცია ფერმერებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ონლაინრეჟიმში შეუძლიათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხისა და რეკომენდაციის მიღება Facebook -ის ან ელფოსტის info@fof.edu.ge-ის საშუალებით. |
|
ადვოკატირება
|