დასრულებული პროექტები
სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი
განხორციელების პერიოდი: 01/12/2020 - 30/09/2023
დამფინანსებელი ორგანიზაცია: USDA, FAS
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის განვითარება, როგორც ეკონომიკის სექტორი და ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესებში. პროექტი ასევე მოიცავს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას სოფლის მეურნეობის მუშაკებისთვის ახალი გამოწვევების გასამკლავებლად, დაგეგმილია ტრენინგების კურსის შემუშავება რეგიონებში ექსტენციის მიწოდების ეფექტური პრაქტიკის დამკვიდრებისა და პროფესიული პროგრამების დონის გასაუმჯობესებლად. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო სექტორთან და დონორ ინსტიტუტებთან.
მობილური ექსტენციის პროექტი
განხორციელების პერიოდი: 01/03/2021 - 30/09/2021
დამფინანსებელი ორგანიზაცია: SQIL პროექტი (Land O’Lakes Venture37/GFA)
მომავლის ფერმერმა „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL“ პროგრამასთან პარტნიორობით განახორციელა პროექტი, რომლის მიზანიც გახლავთ ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მერძევე და მეხორცული მესაქონლე ფერმერების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება მეურნეობის უკეთ მართვის მიზნით. პროექტი ითვალისწინებდა ტრენინგების კურსს 6 სხვადასხვა თემაზე, რომელმაც მოიცვა ისეთი აქტუალური და ფერმის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ვეტერინარული დაავადებები, მათი მკურნალობის მეთოდები, პრეპარატები, საკვებდანამატები და მათი გამოყენების წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალპროდუქტიული ჯიშები, მათი მოვლისა და სელექციის თავისებურებები, ცხოველთა კვება, ცხოველთა სტრესის შემცირების მეთოდები, პროდუქციის ბრენდინგი და მარკეტინგი.
ეროვნული ფიტოსანიტარიის კომპეტენციების გაუმჯობესება საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობების საშუალებით
პროექტის ძირითადი მიზანია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება მცენარეთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის საშუალებით, საერთაშორისო ფიტოსანიტარული სტანდარტების შესაბამისად მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კულტურების ზიანის შემცირება, მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ეროვნული სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც გასცემს რეკომენდაციებს მცენარეთა მოსალოდნელი დაავადებებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევების საპასუხო ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით, ასევე, ორიენტირებულია მცენარეთა დაცვის სფეროში მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარებასა და ზოგადად განათლების ხარისხის ამაღლებაზე. მომავლის ფერმერი კოორდინირებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, ხელს უწყობს უცხოელი ექსპერტების ჩართულობასა და მათი გამოცდილების გაზიარებას. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტმანეტის მიერ და ხორციელდება კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.
სოფლის მეურნეობის ექსტენციის გაუმჯობესება აჭარაში
სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება, სოფელში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის დარგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესებში. პროექტი მიზნად ისახავს აჭარის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების, ეტიკეტების და სურსათის უვნებლობის ახალი ტენდენციების შესახებ. ამასთან, იგეგმება ტრენინგების შემუშავება რეგიონებში ეფექტური ექსტენციის პრაქტიკის დამკვიდრებისა და პროფესიული პროგრამების გასაძლიერებლად. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო სექტორსა და დონორ ინსტიტუტებთან, რათა მოხდეს ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მარტივად და ეფექტურად უზრუნველყოფს ფერმერებს საჭირო ცოდნითა და უნარებით. პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტმანეტის მიერ.
მეწარმე ქალთა ეკონომიკური ხელშეწყობა (start-up -ების ხელშეწყობა სასოფლო და არასასოფლო მიმართულებით)
განხორციელების პერიოდი: 09-11/2020
დამფინანსებელი ორგანიზაცია: GIZ
პროექტის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პირობებში რეგიონში ქალთა აქტიურობის წახალისება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა. ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ ჩართულობას სხვადასხვა ბიზნეს-პროექტებში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქალებს გაუჩნდეთ სტაბილური შემოსავლის წყარო. აღნიშნული პროექტი არის საპილოტე ხასიათის და ხორციელდება კახეთის შემდეგ მუნიციპალიტეტებში: სიღნაღი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.
ფერმის მართვის კურიკულუმის შემუშავება და საჩვენებელი ტრენინგები
განხორციელების პერიოდი: 16/01/2020 - 31/08/2020
დამფინანსებელი ორგანიზაცია: Land o’Lakes/GFA under SQIL Project funded by USDA
პროექტის მიზანია ფერმის მართვის სასწავლო პროგრამის შემუშავება, არსებული მერძევე და მეხურცული ფერმერების ცოდნის გაღრმავებისა და მეცხოველეობის მეურნეობების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად. სასწავლო გეგმის შემუშავება მიზნად ისახავს ფერმერების უნარ-ჩვევების განვითარებას მეურნეობის აქტივობებისა და რესურსების სწორად გადანაწილებაში, რაც მაღალი მომგებიანობისა და ეკოლოგიური მდგრადობის მიღწევას ემსახურება.
პროექტი ასევე მოიცავს საჩვენებელი ტრენინგების ჩატარებას ფერმერებისთვის, მასალების/სერვისების მომწოდებლებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის მომზადებულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.
მცირე ფერმერულმეუნეობათა ხელშეწყობა - მეცხოველეობასა და საკვებწარმოებაში
განხორციელების პერიოდი: 2016-2017
დამფინანსებელი ორგანიზაცია: HEKS/EPER South Caucasus Regional Office
პროექტის მიზანია ვეტერინარული მედიცინისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება და ტრენინგები მეცხოველეობაში. მომავლის ფერმერმა წარმატებით ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ცხოველთა საკვების საწარმოთა და ვეტერინარული აფთიაქებისთვის ტექნიკური დახმარებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფა თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში, კაჭრეთის, თელავის და ახმეტის პროფესიულ სტუდენტთა გადამზადებისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება. კახეთში მოქმედი ვეტერინარული წამლების მაღაზიებისათვის ელექტრონული საწყობის მართვის სისტემის შემუშავება და განხორციელება, კახეთის მედიასაშუალებების კონტენტის გაუმჯობესება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, საქართველოს რეგიონებში მომსახურების სისტემა მნიშვნელოვანწილად შეიცვალა, აღჭურვილობამ და ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ვეტერინარებთან. სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ გახსნეს ახალი ვეტერინარული აფთიაქები. ჩატარებული ტრენინგები და აქტივობები დაეხმარა მათ კვალიფიციური კონსულტაციების გაწევასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
მცირე მეცხოველე ფერმერთა და ვეტერინართა განვითარება და ხელშეწყობა
განხორციელების პერიოდი: 07/2014 – 03/2017
დამფინანსებელი ორგანიზაცია: Mercy corps
პროექტი მიზნად ისახავს ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წახალისებას, გააუმჯობესონ და შექმნან უკეთესი პირობები, რაც პირდაპირ აისახება მათ ფინანსურ შედეგებზე. ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი საქმიანობა: უზრუნველყო გაცნობითი ხასიათის ღონისძიებები და ბაზრის კვლევა გარდაბნის, მარნეულის ბოლნისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში, ჩაატარა ვეტერინარებისა და ფერმერებისათვის შესაძლებლობების ტრენინგები, ასევე, პროფესიული ტრენინგები პერსონალისთვის სხვადასხვა მიმართულებით (მარკეტინგი, გაყიდვები, პროექტის ეფექტური მენეჯმენტი, ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი, ინგლისური ენა და ა.შ.), უზრუნველყო ბროშურების მომზადება/ ბეჭდვა და გავრცელება, სახელმძღვანელოებისა და ფლაერების გავრცელება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში. ცოდნის მიწოდება დაეხმარა მეცხოველეობაში მოღვაწე ახალგაზრდა ფერმერებს ბიზნესის უკეთ მართვასა და შემოსავლის გაზრდაში, პროფესიული უნარების განვითარებაში. შედეგად, აფთიაქებმა დაიწყეს საფასო კონკურენცია, მომხმარებელს შესთავაზეს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი. საბოლოო ჯამში შეიცვალა მენეჯმენტისა და მარკეტინგის მთელი მეთოდიკა.
მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა და მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერა
განხორციელების პერიოდი: 07/2014 – 03/2017
დამფინანსებელი ორგანიზაცია: Mercy corps
პროექტის მიზანია მცირე მეწარმეების დახმარება მარკეტინგული საქმიანობის ხელშეწყობაში, პირუტყვის ღირებულების ჯაჭვების გაუმჯობესებაში, მცირე ფერმერების, კერძო ბიზნესის, მომხმარებლების, ადგილობრივი მმართველობისა და ბიზნესის გარემოს სასარგებლოდ. ორგანიზაციის საქმიანობის სამოქმედო გეგმა მოიცავს: აფთიაქებისა და ლაბორატორიების, ახალი დაავადებების კვლევასა და ვეტერინარული დაავადებების რუქის მომზადებას, სააფთიაქო ქსელებისა და მისი ბენეფიციარების / მომხმარებლების ტრენინგს, ინდივიდუალური მარკეტინგის გეგმის შემუშავებას და ფასების პოლიტიკას. პროექტის განხორციელების შემდეგ, მცირე მეწარმეებმა დაიწყეს სარეკლამო საქმიანობა, როგორიცაა ლოიალობის ბარათების დარიგება, მაღაზიის კედლებზე განთავსდა რეკლამები, გაიზარდა გაყიდვები. აფთიაქებმა დაიწყეს კონკურენცია ახალი მომხმარებლების მიზიდვის მიზნით. შედგა ვეტერინარიების ორგანიზებული სასწავლო ტურები, ტრენინგები. ვეტერინარული დაავადებების რუქის მომზადება დაეხმარა ვეტერინარიებს კვალიფიციური კონსულტაციების გაწევასა და მომხმარებლების დაკმაყოფილებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო შემოსავლების ზრდა, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა რეგიონის ეკონომიკაზე.
ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია
განხორციელების პერიოდი: 2016 - 2018
დამფინანსებელი ორგანიზაცია: EPTISA Romania S.R.L. Branch in Georgia/ funded by WB, ORIO and Georgian Government
მომავლის ფერმერის მიერ განხორციელებული საქმიანობა: საინფორმაციო კამპანია (კარდაკარ კამპანიის ჩატარება და სემინარების ჩატარება პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით), ყველა დაინტერესებული მხარისგან იდეებისა და კომენტარების შეგროვება, განსხვავებული მიდგომების ანალიზი, უკუკავშირის და გადაწყვეტილების ფორმირება. გამომდინარე იქედან, რომ თითოეულ ოჯახს აქვს სხვადასხვა პრობლემა, დაკავშირებული კონკრეტული ტიპის სარწყავ სისტემასთან, პროექტის განმახორციელებელ მხარეს მიეწოდა ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შემდგომში საშუალებას იძლევა მარტივად გადაწყდეს თუ რა სისტემა არის საჭირო კონკრეტულ ლოკაციაზე, რა მოცულობის წყლის მიწოდებაა საჭირო და რა ხერხებით. მომავლის ფერმერი იყო მოდერატორი მობინადრეებსა და დაფინანსების ორგანიზაციას შორის.