ვისაც ახალი რეგულაციით HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები)-ის სისტემის დანერგვა მოგეთხოვებათ, "მომავლის ფერმერი" სასიამოვნო სიახლეს გაწვდით. ასოციაციის მოწვევით HACCP-ის ამერიკელი სპეციალისტი სწორედ ამ კატეგორიის ბიზნესოპერატორებისთვის მაისის ბოლოს უფასო ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე ადგილზე, საწარმოებში პრაქტიკულ სწავლებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოაგზავნეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: rgigashvili@agro.ge