ახალი რეგულაციები მეფუტკრე ფერმერებისთვის
 23/05/2015
ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი დიდია. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ჩვენი თაფლი შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
•    ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი დიდია. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში მისი მოხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ჩვენი თაფლი შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
•    2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება "თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატურალური თაფლის მიმართ წარმოების, გადამუშავების, ეტიკეტირების, ჰიგიენის და დისტრიბუციის  მოთხოვნებს. მეწარმე ვალდებულია თაფლი ამ წესებით  აწარმოოს  და  განათავსოს ბაზარზე. თავის მხრივ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ისეთი ლაბორატორიულია, რომელიც  ხელს შეუწყობს ევროსტანდარტების შესაბამისი თაფლის წარმოებას.
•    ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ფუტკრისგან.
•    ბაზარზე  განთავსებული თაფლის  ეტიკეტმა,  აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
•    დასახელება    "თაფლი"    გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიღებულია მეთაფლია ფუტკრის მიერ ყვავილის ნექტარის ან ცვარტკბილის   შეგროვების, მისი გარდაქმნის, გაუწყლოების და ფიჭაში მომწიფების მიზნით შენახვის შედეგად;
•    თაფლი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ვერ აკმაყოფილებს ნატურალური თაფლის მახასიათებლებს და გამოიყენება სამრეწველო მიზნებისთვის, უნდა მიეთითოს ეტიკეტზე - საკონდიტრო თაფლი;
•    დაუშვებელია ბაზარზე განთავსებულ თაფლში  საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება. მას არ   უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო.
•    თაფლი   არ   უნდა   დაექვემდებაროს   ფერმენტაციასა   და   დუღილს.
•    მასში წყლის შემცველობა 17%-ზე მაღალი არ იყოს.
•    დაუშვებელია თაფლიდან ყვავილის   მტვერის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება.
•    დაუშვებელია  თაფლის  გაცხელება  და  გადამუშავება  ისე,  რომ შეიცვალოს მისი ძირითადი მაჩვენებლები.
•    დაუშვებელია თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა.
•    დაუშვებელია გამოკრისტალებული თაფლის  ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით დამუშავება.
•    თაფლი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
•    შაქრის შემცველობა    - ფრუქტოზის და გლუკოზის ჯამური რაოდენობა ყვავილის   თაფლში  არანაკლებ 60 გ/100 გ-ში;) ცვარტკბილის ან შერეულ თაფლში არანაკლებ 45 გ/100 გ-ში;
•    საქაროზის შემცველობა - არაუმეტეს 5გ/100გ-ში;
•    სინესტის მასური წილი-  არაუმეტეს 20%;
•    წყალში უხსნადი მყარი ნაწილაკები - 0,1გ/100გ
•    თავისუფალი მჟავიანობა: არაუმეტეს 50 მილიექვივალენტი მჟავისა ყოველ 1000 გ თაფლში;
•  იმისთვის, რომ ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე მოხვდეს შესაბამისი სტანდარტის სპეციალურ, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში უნდა მოთავსდეს.
•    დაუშვებელია ხის და მეტალის კასრებში მოთავსება, რადგან თაფლი ჭურჭლისგან სხვადასხვა ნივთიერებებს შეიწოვს და მისი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები იცვლება.
•   სპილენძის ან მოთუთიებულ ჭურჭელში თაფლის შენახვა აკრძალულია, რადგან თაფლი ამ ნივთიერებებთან ქიმიურ რეაქციაში შედის და მომწამვლელი მარილებით ივსება.
•    ალუმინის ჭურჭელში მოთავსებულ თაფლს, რაც პროდუქტის ტენიანობის მომატებას იწვევს, ევროპელი მომხმარებელი არ მიირთმევს.
•   2015 წლის ბოლოდან დაგეგმილია ფუტკარში გარკვეული პრეპარატების გამოყენების აკრძალვა, რადგან ევროპის ბაზრებზე ქართული თაფლისთვის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ანტიობიოტიკების ნარჩენებია.