"მომავლის ფერმერის" შეხვედრა სოფელ კარალეთში მეთევზე ფერმერებთან
 26/06/2015
შპს "ნემო" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საზუთხე მეურნეობაა. ის ამარაგებს თბილისის სუპერმარტეკებისა და რესტორნების ქსელებს. „ნემოს“ წარმომადგენლები განვითარებისთვის ხელშეწყობას ითხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა ფინანსური რესურსებია, მათთვის ისინი მიუწვდომელია.

პრობლემებზე საუბრობენ ედიშერ მეტრეველი და ზაზა ოქროპირიძეც, რომლებმაც რამდენიმე თვეა, რაც ზუთხის მეურნეობა შექმნეს. მათ მეურნეობის შემოღობვა ევროკავშირის დაფინანსებით შეძლეს, თუმცა, განვითარებისთვის საჭიროა მეტი ფინანსები, რაც არც მათთვის აღმოჩნდა ხელმისაწვდომი.
 
ქვეყანაში არ არსებობს ზუთხის ინკუბატორი და სადედე ჯოგები, შესაბამისად, ლიფსიტები უცხოეთიდან შემოჰყავთ, ძირითადად სომხეთიდან. ფერმერები სწორედ ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

სერიოზულ პრობლემას ქმნის, რომ ერთი წყლის რესურს იყენებს 30-ზე მეტი საკალმახე და საზუთხე მეურნეობა ფილტრების გარეშე, რაც დაავადების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.