მას შემდეგ, რაც სასაკლაოების, რძისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებისთვის HACCP-ის დანერგვა სავალდებულო გახდა, მეწარმეეები და ფერმერები ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად საგანმანათლებლო მხარდაჭერას საჭიროებენ. სწორედ ამ მიზნით, "მომავლის ფერმერის" მოწვევით 5 სექტემბრიდან საქართველოში ტრენინგებს ჩაატარებს HACCP-ის სპეციალისტი კანადიდან ჯეფ კრონენბერგი. მას გააჩნია ამ მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ამჟამად მუშაობს საკვების უსაფრთხოების დაცვის კონტროლის ალიანსში. ჯეფ კრონენბერგს აქვს საქონლისა და ფრინველის სასაკლაოებთან, რძისა და ხორცის პროდუქტების, ასევე, საკონდიტრო და სხვა საკვებმწარმოებლებთან და გადამამუშავებლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. ტრენინგი იქნება უფასო და შეირჩევა მხოლოდ 10-12 მონაწილე. ტრენინგი ჩატარდება ადგილზე, ჯეფ კრონენბერგი თითო დღე თითო საწარმოში იმუშავებს. მიმდინარეობს რეგისტრაცია.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ თქვენი საქმიანობის შესახებ info@agro.ge ან დაგვიკავშირდით 2746394 / 568 100 190