ქართველს ფერმერებს HACCP-ს სტანდარტების დასანერგად ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენერი აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფ კრონენბერგი გახლდათ.
HACCP - ის საერთაშორისო ალიანსის მიერ აკრედიტირებული 3 დღიანი თეორიული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება, რის საფუძველზეც მათ გადაეცათ HACCP - ის საერთაშორისო ალიანსისა და აიდაჰოს უნივერსიტეტის სერთიფიკატი.
აღნიშნული სერთიფიკატი უფლებამოსილებას ანიჭებს ტრენინგის მონაწილეს საკუთარ საწარმოში თავად დანერგოს აღნიშნული სტანდარტი და გადაამზადოს თანამშრომლები. მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო მასალები ქართულ და ინგლისურ ენებზე. მადლობა ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამას გაწეული დახმარებისთვის...