ქართველს ფერმერებს HACCP-ს სტანდარტების დასანერგად ტრენინგები უტარდებათ
 09/09/2015
– ფერმერების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რა არის HACCP და რა თანამედროვე სტანდარტები უნდა დაიცვან,- ეს განცხადება ასოციაცია "მომავლის ფერმერის" თავჯდომარემ ტრენინგის დაყების წინ გააკეთა.
 წყარო: www.garb.ge
 
– ფერმერების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რა არის HACCP და რა თანამედროვე სტანდარტები უნდა დაიცვან,- ეს განცხადება ასოციაცია "მომავლის ფერმერის" თავჯდომარემ ტრენინგის დაყების წინ გააკეთა.

როგორც რუსუდან გიგაშვილი განმარტავს, HACCP-ის შესახებ მეცხოველეობა-მეფრინველეობისა და რძის პროდუქტების წარმოების დარგის ფერმერებისა თუ მეწარმეების ინფორმირებულობის დონის გასაზრდელად  აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი მათ ტრენინგებს ჩაუტარებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 30 ფერმერი შეირჩა.

როგორც ფერმერები ამბობენ, თანამედროვე  სტანდარტებს საქართველოში საწარმოთა მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ მსგავსი  სახის ტრენინგებს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

სინქრონები:

რუსუდან გიგაშვილი – ასოციაცია “მომავლის ფერმერის” თავჯდომარე;
ჯეფ ქრონერბერგი – აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი;
როსტომ პაპიძე – შპს “როსტერის” პრეზიდენტი.