HACCP - ის საერთაშორისო ინსპექტორმა ჯეფ კრონენგბერგმა წალკაში, სოფელ სანტაში მდებარე საქონლის ფერმა და ყველის საწარმო მოინახულა, რომელშიც სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიდის HACCP - ის სტანდარტების შესაბამისად.
ბატონმა ჯეფმა ფერმისა და საწარმოს მეპატრონეს ქალბატონ დარეჯან კანთელიძეს რეკომენდაციები მისცა. მისი შეფასებით ყველის საწარმო მცირე შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მზად არის HACCP - ის მისაღებად.