HACCP - ის საერთაშორისო ინსპექტორმა ჯეფ კრონენგბერგმა გორში, სოფელ ძევერაში ინდაურის ფერმა და ახლადაშენებული ფრინველის სასაკლაო მოინახულა.
ბატონმა ჯეფმა ფერმისა და სასაკლაოს მეპატრონეს ლევან კეჩხუაშვილს რეკომენდაციები მისცა. მისი შეფასებით სასაკლაო მცირე შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მზად არის HACCP - ის მისაღებად.
საერთაშორისო ინსპექტორმა აღნიშნული რეკომენდაციები მეწარმეს წერილობით გადასცა.