HACCP - ის საერთაშორისო ინსპექტორმა ჯეფ კრონენგბერგმა თელეთში, შპს "როსტერის" ფრინველის ახლადაშენებული სასაკლაო მოინახულა. სასაკლაოში ჯერ არ არის დასრულებული სარემონტო სამუშაოები. მან "როსტერის" მეპატრონეებს როსტომ და ჯაბა პაპიძეებს რეკომენდაციები მისცა.
მისი შეფასებით, სასაკლაო HACCP - ის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და მცირე რეკომენდაციების შესრულების შემდეგ მზად არის HACCP - ის მისაღებად. მან საკუთარი შეფასებები წერილობით დასკვნაში ასახა, რაც სასაკლაოს გადაეცემა.