ცხოველთა კვებაში ტრენინგის მონაწილეებს იუტას (აშშ) უნივერსიტეტის სერტიფიკატი გადაეცათ
 25/09/2015
ცხოველთა კვებაში ამერიკელი სპეციალისტის დეილ ზობელის ტრენინგების პირველი და მეორე დღეები მონაწილეების მაღალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა. პროფესორი ზობელი ფერმერებსა და სპეციალისტებს მერძეული და მეხორცული საქონლის კვების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ დეილ ზობელმა მონაწილეებს იუტას (აშშ) უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადასცა.

შეგახსენებთ, მეცხოველეობაში ექსტენციის სპეციალისტი დეილ ზობელი, რომელსაც აშშ-სა და კანადაში ამ მიმართულებით მუშაობის 37 წლიანი გამოცდილება აქვს, "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით ჩამოვიდა.