29 სექტემბერს ცხოველთა კვებაში ამერიკელი სპეციალისტის დეილ ზობელის ნაყოფიერი და აქტიური ტრენინგი ზუგდიდში ჩატარდა.
მონაწილეებს იუტას უნივერსიტეტის (აშშ) სერტიფიკატი გადაეცათ.
მეცხოველეობაში ექსტენციის სპეციალისტი დეილ ზობელი, რომელსაც აშშ-სა და კანადაში ამ მიმართულებით მუშაობის 37 წლიანი გამოცდილება აქვს, ჩამოვიდა "მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით.
პროფესორი ზობელი ფერმერებსა და სპეციალისტებს მერძეული და მეხორცული საქონლის კვების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრა. ტრენინგის შემდეგ ზობელმა ზუგდიდში მდებარე საკვებწარმოება მოინახულა.