მერძეული და მეხორცული პირუტყვის სწორი კვება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ხორცისა და რძის ხარისხზე მოქმედი ფაქტორები, საკვები ინგრედიენტების შერჩევა, საკვებგადამუშვება - ამ და სხვა ყველა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელთაც მეცხოველე ფერმერები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან ამერიკელი სპეციალისტი დეილ ზობელი "მომავლის ფერმერის" ტრენერებთან ერთად აჭარელ ფერმერებს ესაუბრა.
"მომავლის ფერმერისა" და ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით 30 სექტემბერს ბათუმში ცხოველთა კვების საკითხებზე ტრენინგი ჩატაარაა იუტას შტატის (აშშ) პროფესორმა, ნუტრიციოლოგმა, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეცხოველეობაში ექსტენციის სპეციალისტმა დეილ ზობელმა.
ტრენინგში მონაწილეებს გადაეცათ იუტას უნივერსიტეტის სერტიფიკატი.