საქართველოსა და ნიდერლანდების მთავრობების მხარდაჭერით იგეგმება ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. პროექტს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია."
პროექტი ითვალისწინებს პროცესში მიწის მფლობელების ჩართულობასა და საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელსაც ესპანური კომპანია "ეპტისა" ასოციაცია "მომავლის ფერმერთან" ერთად ახორციელებს.
ზემო სამგორის სარწყავი სისტემა 70 წლის წინ აშენდა. სისტემის მეშვეობით ირწყვებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები პალდოს სათავე ნაგებობიდან თბილისისა და ჯანდარას წყალსაცავებამდე.
ორ ათეულ წელზე მეტია სისტემა თანდათანობით მწყობრიდან გამოვიდა, რაც უარყოფითად აისახა მოსავლიანობასა და ფერმერთა მოტივაციაზე.
- თუ თქვენ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მოგყავთ მოსავალი ზემო სამგორის ირიგაციის სისტემის არეალში, ჩვენთვის საყურადღებოა თქვენი გამოცდილება, შეხედულებები, იდეები და მოთხოვნები.
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მრჩეველთა ჯგუფის წევრი.
გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი.
საინფორმაციო შეხვედრები
18 იანვარი, 12:00 სთ., სოფელი გამარჯვება , გამგეობის შენობა;
21 იანვარი, 12:00 სთ., სოფელი სართიჭალა, გამგეობის შენობა;
26 იანვარი, 12:00 სთ., სოფელი ახალი სამგორი, გამგეობის შენობა;
29 იანვარი, 12:00 სთ., სოფელი ლემშვენიერა, გამგეობის შენობა;
რა სახის სარგებელს მიიღებთ სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შემთხვევაში?
- ცხელი ხაზი: 577 29 27 99;
- გააგზავნეთ ელ.ფოსტა შემდეგ მისამართზე: zsi.advisor@gmail.com მიუთითეთ თქვენი მიწის საკადასტრო კოდი, თქვენი სახელი და ID ნომერი;
- იმისათვის რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი პროექტის ტერიტორიაზე, გააგზავნეთ თქვენი საკადასტრო კოდი და ID ნომერი SMS – ის მეშვეობით ცხელი ხაზის ნომერზე.
- ზემო სამგორის საკონსულტაციო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, გამოაგზავნეთ SMS თქვენი სახელი-გვარითა და ID ნომრით ცხელი ხაზის ნომერზე.
ვებგვერდი: www.ag.ge
www.facebook.com/zsirrigation