18 იანვარს, სოფელ გამარჯვებაში, სარწყავის სისტემის რეალიბილიტაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი ითვალისწინებს პროცესში მიწის მფლობელების ჩართულობასა და საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელსაც ესპანური კომპანია "ეპტისა" ასოციაცია "მომავლის ფერმერთან" ერთად ახორციელებს.
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია საქართველოსა და ნიდერლანდების მთავრობების მხარდაჭერით იგეგმება. პროექტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.