21 იანვარს, 12:00 საათზე, სოფელ სართიჭალაში, №2 სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ცეკვის დარბაზში "თეთრი სახლი" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.
პროექტი ითვალისწინებს პროცესში მიწის მფლობელების ჩართულობასა და საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელსაც ესპანური კომპანია "ეპტისა" ასოციაცია "მომავლის ფერმერთან" ერთად ახორციელებს.
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია საქართველოსა და ნიდერლანდების მთავრობების მხარდაჭერით იგეგმება. პროექტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.