სოფელ ახალ სამგორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
 26/01/2016
26 იანვარს, სოფელ ახალ სამგორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.
26 იანვარს, სოფელ ახალ სამგორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.

სარწყავი სისტემის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობას. ისინი თავიანთ მფლობელობაში არსებულ მიწას ვერ ამუშავებენ, რადგან სარწყავი სისტემის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სოფელში მოსავლის მიღება.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გაიმართა მსჯელობა. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის ფორმატის საშუალებით კომპეტენტური პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე...
 
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია საქართველოსა და ნიდერლანდების მთავრობების მხარდაჭერით იგეგმება. პროექტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.
 
 
პროექტი ითვალისწინებს პროცესში მიწის მფლობელების ჩართულობასა და  საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელსაც  ესპანური კომპანია "ეპტისა" ასოციაცია "მომავლის ფერმერთან" ერთად ახორციელებს.
 
ზემო სამგორის სარწყავი სისტემა 70 წლის წინ აშენდა. სისტემის მეშვეობით ირწყვებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები პალდოს სათავე ნაგებობიდან თბილისისა და ჯანდარას წყალსაცავებამდე.

ორ ათეულ წელზე მეტია სისტემა თანდათანობით მწყობრიდან გამოვიდა, რაც უარყოფითად აისახა მოსავლიანობასა და ფერმერთა მოტივაციაზე.

- თუ თქვენ ფლობთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, მოგყავთ მოსავალი ზემო სამგორის ირიგაციის სისტემის არეალში, ჩვენთვის საყურადღებოა თქვენი გამოცდილება, შეხედულებები, იდეები და მოთხოვნები.
 
 
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მრჩეველთა ჯგუფის წევრი.

გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი.

რა სახის სარგებელს მიიღებთ სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შემთხვევაში?

- ცხელი ხაზი: 577 29 27 99;
- გააგზავნეთ ელ.ფოსტა შემდეგ მისამართზე: zsi.advisor@gmail.com  მიუთითეთ თქვენი მიწის საკადასტრო კოდი, თქვენი სახელი და ID ნომერი;
- იმისათვის რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენი მიწის ნაკვეთი პროექტის ტერიტორიაზე, გააგზავნეთ თქვენი საკადასტრო კოდი და ID ნომერი SMS – ის მეშვეობით ცხელი ხაზის ნომერზე.
- ზემო სამგორის საკონსულტაციო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, გამოაგზავნეთ SMS თქვენი სახელი-გვარითა და  ID ნომრით ცხელი ხაზის ნომერზე.
 
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 29 იანვარს, 12:00 სთ-ზე სოფელ ლემშვენიერაში, გამგეობის შენობაში;


ვებგვერდი:  www.ag.ge
www.facebook.com/zsirrigation