"მომავლის ფერმერის" კონსულტატებმა 26-27 იანვარს 2 დღიანი ტრენინგი ჩაატარეს ზუგდიდში ვეტექიმებისა და ვეტ ფერშლებისთვის.
ტრენინგის დასახელება: შინაური ფრინველის ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებები და მათი მენეჯმენტი. მიკოტოქსიკოზი, ბოცვრის გამოზრდა, დაავადებები და მკურნალობის მეთოდები, თანამედროვე პრეპარატები.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ვეტექიმებისა და ვეტ ფერშლების ცნობიერების ამაღლება, დაავადებების სწორი და ეფექტური მართვა, ფერმერთან ურთიერთობები; თანამედროვე ვეტერინარული პრეპარატებისა და ტექნოლოგიების გაცნობა.