სოფელ ლემშვენიერაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
 29/01/2016
29 იანვარს, სოფელ ლემშვენიერაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.
29 იანვარს, სოფელ ლემშვენიერაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა  ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით.

ორგანიზატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მსჯელობა გაიმართა. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის ფორმატის საშუალებით კომპეტენტური პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე... ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი სოფლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის გადაჭრა უახლოეს მომავალში მოხერხდება და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, საკუთარი მიწის დამუშავებასა და შესაბამისად, მოსავლის მიღებას შეძლებენ.
 
 

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია საქართველოსა და ნიდერლანდების მთავრობების მხარდაჭერით იგეგმება. პროექტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს.
 
 
პროექტი ითვალისწინებს პროცესში მიწის მფლობელების ჩართულობასა და საკონსულტაციო შეხვედრებს, რომელსაც ესპანური კომპანია "ეპტისა" ასოციაცია "მომავლის ფერმერთან" ერთად ახორციელებს.