ვებინარი ფერმერებისთვის
 14/03/2016
16 მარტს, 14:00 საათზე "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით ჩატარდება პირველი ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის
16 მარტს, 14:00 საათზე "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით ჩატარდება პირველი ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის, თემაზე: "ბოცვერი – მოვლა-მოშენების ტექნოლოგია, დაავადებები პრევენცია, მარკეტინგული რჩევები".
 
დისტანციურ სწავლებას წარმართავს ვეტერინარიის დოქტორი, "მომავლის ფერმერის" კონსულტანტი დავით ბოსტაშვილი.
 
აღნიშნული სწავლებისას თითოეულ დარეგისტრირებულ მსმენელს თავისი კომპიუტერიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, საშუალება ექნება მოხვდეს ვირტუალურ საკონფერენციო ოთახში, მოისმინოს თეორიული სწავლება, გაეცნოს პრეზენტაციას, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და მიიღოს კომპეტენტური რჩევები ტრენერისგან.
 
ვებინარზე დასარეგისტრირებლად დარეკეთ ან გამოაგზავნეთ  sms 595339296  ან  მოიწერეთ  info@agro.ge
 
 
 ასევე, დაგეგმილია ვებინარის ჩატარება შემდეგ მიმართულებებზე:
 
  •     მეხორცული საქონლის გაზრდის თანამედროვე ტექნოლოგია;
  •     ბროილერის გაზრდის ტექნოლოგია;
  •     როგორ გავზარდოთ ქათამი საკარმიდამო პირობებში;
  •     საკანონმდებლო რეგულაციები მეცხოველე ფერმერებისთვის;
  •     რძის წველადობასა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორები;
  •     სუფრის ყურძნის წარმოება და აგროტექნიკა;
  •  თანამედროვე სარწყავი სისტემები - ხარჯთაღრიცხვა და ეფექტურობა;
  •     სოკოს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია;
  •  საკალმახე მეურნეობაში გავრცელებული დაავადებები, პრევენცია და მკურნალობა;
  •     ვაზის გასხვლის ტექნოლოგია მოყინვისა და სეტყვის შემდეგ.