გთავაზობთ მებოცვრეობის ვებინარის დროს მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს და ვეტერინარიის დოქტორის, "მომავლის ფერმერის" კონსულტანტ დავით ბოსტაშვილის პასუხებს.
თუ შევაჯვარებთ თეთრ გოლიათს და შინშილას, ბაჭია თეთრი გოლიათი გამოვა თუ შინშილა და შემდეგ ეს ბაჭია რომელ ჯიშთან შეიძლება შეჯვარდეს?
საჯიშე მუშაობისთვის საჭიროა დავიცვათ შემდეგი საკითხები: არ მოხდეს ნათესაური შეჯვარება. რაც შეეხება რომელი ჯიშების შეჯვარება არის დასაშვები, იხილეთ ცხრილი.
მამალი დედალი
თეთრი გოლიათი შინშილა
ნაცრისფერი გოლიათი ვერცხლისფერი
შინშილა ვენური ცისფერი
შინშილა ახალზელანდიური
კალიფორნიის თეთრი გოლიათი
კალიფორნიის ვენური ცისფერი
კალიფორნიის შავი-კვამლისფერი
ახალზელანდიური თეთრი გოლიათი
ახალზელანდიური ვენური ცისფერი
ახალზელანდიური შინშილა
ახალზელანდიური შავი-კვამლისფერი
შავი-კვამლისფერი კალიფორნიური
შავი-კვამლისფერი ახალზელანდიური
ნაწლავების შებერილობისას როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ბოცვერს?
ნაწლავური პრობლემების ძირითად მიზეზებს ბოცვერში წარმოადგენს არასწორი კვება და კომბინირებულ საკვებში ფერმენტული დანამატების არარსებობა, ასევე მწვანე მასის ნედლი სახით გამოყენება და კუჭ-ნაწლავში რაიმე პატოგენის არსებობა.
სამკურნალოდ ინიშნება საკვებში შერევით "ფუროქსი" 1გრ-1კგ საკვებში შერეული 7-10 დღის განმავლობაში. ასევე, საკვებს უნდა დაემატოს ფერმენტი გალი-ზაიმი 1გრ-2კგ საკვებზე.
რა ძირითად პრობლემებს აწყდებით პრაქტიკაში?
მებოცვრეობაში ძირითადად საკვების პრობლემაა. კერძოდ, აუცილებელია ფერმერმა მოაგვაროს უწყვეტად კარგი ხარისხის იონჯის მიწოდება და სწორად დაბალანსებული კომბინირებული დაგრანულებული საკვების წარმოება.
მაკეობის დროს თუ შეიძლება რომ ბოცვერი ავცრათ?
მაკეობის დროს შესაძლებელია ვაქცინაცია "მიქსოჰემოვიროვაკი"-ით, 0,5მლ ერთ სულზე, ინექცია კანქვეშ ან კუნთში.
სად შეიძლება გრანულირებადი საკვების დასამზადებლის შეძენა როგორც ქერის და სიმინდის, ასევე - ბალახისთვის და რა ღირს საშუალოდ?
გრანულატორის შეძენა ხელმისაწვდომია, რომელიც უკრაინული წარმოებისაა.
საკონტაქტო პირი, ლევან ფანჯიკიძე ტ.: 593 11 44 39.
რამდენჯერ უნდა მივცეთ საკვები დღე-ღამის განმავლობაში?
სახორცე მოზარდს საკვები უნდა მიეცეს შეუზღუდავად.
აცრა არ მოქმდებს ხორცის ხარისხზე?
ვაქცინა არ მოქმედებს ხორცის ხარისხზე და ხორცის საგემოვნო თვისებებზე.
საქართველოში არის სუფთა ჯიშები?
საქართველოში უკვე შესაძლებელია სუფთა ჯიშების შეძენა.
საკონტაქტო: ზაზა ბურნაძე - 593907297, 593 90 72 97
გოგა 598110585, 555 722306.
რა ზომებია გალიისთვის სტანდარტული, როგორც სახორცე, ისე - სადედე?
იატაკიდან რა სიმაღლეზე უნდა განვათავსოთ გალიები?
გალიების განთავსება, იატაკიდან დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 80სმ.
სად შეიძლება შევიძინოთ გალიების ბადეები?
ბადეების შეძენა შესაძლებელია ელიავას ბაზრობაზე.
რას გვეტყვით გალიების დეზინფექციის შესახებ?
დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია თვეში ერთხელ. პრეპარატი ,,იოდზეფი’’ 100მლ-5ლ წყალთან განზავებით. დეზინფექციის დროს ბოცვრების გალიიდან გამოყვანა საჭირო არ არის.
სინათლე საჭიროა ღამით?
განათება აუცილებელია ფერმაში თანაბრად ყვითელი ნათების მქონე ნათურებით, დღის განმავლობაში არანაკლებ 12 საათისა.
სიცხეს თუ იტანს ბოცვერი?
ფერმაში მაღალი ტემპერატურა არ არის სასურველი. კერძოდ, 30 გრადუსზე ზევით აუცილებელია დამონტაჟდეს გაგრილების სისტემა.
რამდენი ბაჭიაა რეკომენდებული რომ დედას დავუტოვოთ?
თუ ბაჭია გვინდა საჯიშედ, შესანახად სასურველია დავუტოვოთ დედალ ბოცვერს 3-4 ბაჭია.
არის თუ არა საჭირო სპეციალური სერტიფიკატი ან საბუთები მაღაზიაში ჩაბარების დროს?
ამ ეტაპზე არ საჭიროებს. თუმცა, უახლოეს მომავალში გახდება საჭირო ფორმა 2, რომელსაც გასცემს სასაკლაოში არსებული ვეტერინარი.