თანამედროვე სარწყავ სისტემებზე ვებინარი ჩატარდა
 23/03/2016
22 მარტს, "მომავლის ფერმერმა" ჩაატარა ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის, თემაზე: "თანამედროვე სარწყავი სისტემები - ხარჯთაღრიცხვა და ეფექტურობა;"
22 მარტს, "მომავლის ფერმერმა" ჩაატარა ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის, თემაზე: "თანამედროვე სარწყავი სისტემები - ხარჯთაღრიცხვა და ეფექტურობა;"

ვებინარი წარმატებით ჩატარდა, ტრენინგი იყო საკმაოდ ინტერაქტიული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ადგილიდან გაუსვლელად მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი კომპეტენტური ტრენერისგან. ვებინარი 1.25 საათი გრძელდებოდა. ცხადია ეს დრო საკმარისი არ არის სიღრმისეულად თემების გაშლისთვის, რის გამოც პირველ საინფორმაციო ტრენინგში მონაწილეები დაჯგუფდებიან კონკრეტული საკითხების სიღმისეული ვებინარისთვის.

დისტანციური სწავლება წარმართა "მომავლის ფერმერის" აგრონომმა, შოთა ცუკოშვილმა.