31 მარტს, "მომავლის ფერმერმა" ჩაატარა ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის, თემაზე: "მეფუტკრეობის მეურნეობის მართვა გაზაფხულზე; დაავადებები, პრევენცია და მკურნალობა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად."
აღნიშნული ვებინარის მიმართ მსმენელებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს, დარეგისტრირდა 60 მსმენელი. მათი აქტიურობის გამო, ვებინარი 2 ჯგუფისთვის ჩატარდა, ტრენინგი იყო საკმაოდ ინტერაქტიული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ ადგილიდან გაუსვლელად მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი კომპეტენტური ტრენერისგან.
თითოეული ჯგუფისთვის ვებინარი 1.30 საათი გრძელდებოდა. ცხადია ეს დრო საკმარისი არ არის სიღრმისეულად თემების გაშლისთვის, რის გამოც პირველ საინფორმაციო ტრენინგში მონაწილეები დაჯგუფდებიან კონკრეტული საკითხების სიღმისეული ვებინარისთვის.
დისტანციური სწავლება წარმართა დალია ბალიაშვილმა.