14 აპრილს, 14:00 საათზე "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით ჩატარდება ვებინარი ე.წ. ონლაინ კონფერენცია ფერმერებისთვის, თემაზე: "დახურულ გრუნტში მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია".
პირველი ვებინარი იქნება საინფორმაციო ხასიათის და მასში მონაწილეები შემდგომ დაჯგუფდებიან კონკრეტული საკითხების სიღრმისეული ვებინარისთვის.
დისტანციურ სწავლებას წარმართავს კენკროვანი კულტურების ექსპერტი - ვალერი გორგიშელი.
აღნიშნული სწავლებისას თითოეულ დარეგისტრირებულ მსმენელს თავისი კომპიუტერიდან, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, საშუალება ექნება მოხვდეს ვირტუალურ საკონფერენციო ოთახში, მოისმინოს თეორიული სწავლება, გაეცნოს პრეზენტაციას, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და მიიღოს კომპეტენტური რჩევები ტრენერისგან.