პესტიციდების გამოყენება და ტერმინთა განმარტება
 12/04/2016
სასოფლო სამეურნეო კულტურების დაცვა სოფლის მეურნეობაში მავნებლებისა და ავადმყოფობისგან ყოველთვის ფერმერის ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
სასოფლო სამეურნეო კულტურების დაცვა სოფლის მეურნეობაში მავნებლებისა და ავადმყოფობისგან ყოველთვის ფერმერის ზრუნვის საგანს წარმოადგენს. მათ მიერ მიყენებული ზარალი კულტურებზე ორი სახისაა: პირდაპირი, როდესაც მოსავლიანობა მცირდება  და არაპირდაპირი, როდესაც მცენარისგან მიღებული პროდუქტი ფუჭდება, მისი სასაქონლო ღირებულება იკარგება და გამოუსადეგარი ხდება. თავდაპირველად საჭიროა გამოვთვალოთ როგორი სახის და რა რაოდენობის ზარალთან გვაქვს საქმე. შემდეგ კი საჭიროებისამებრ, მივმართოთ  ბრძოლის გარკვეულ ღონისძიებებს. მცენარეთა დაცვის გამოყენებული ქიმიური საშუალებები - "პესტიციდები" შემდეგ ჯგუფებად ნაწილდებიან:

1.    ფუნგიციდები (fungi - სოკო, cide - მოკვლა, მოსპობა) გამოიყენებიან იმ ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ, რომლებიც სოკოვანი ორგანიზმებითაა გამოწვეული. ფიტოპათოლოგიური ობიექტების უმრავლესობა სოკოვანი ორგანიზმებია.
2.  ბაქტერიციდები ( Bacteria -ბაქტერია და მოკვლა, მოსპობა ) გამოყენებულია ბაქტერიული ორგანიზმებით გამოწვეულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგოდ.
3.    ჰერბიციდები (Herba - მწვანე ბალახი) გამოიყენება სარეველა მცენარეების საწინააღმდეგოდ.
4.    ინსექტიციდები (Jnsecta – მწერი ) მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, რომელიც საკმაოდ დიდი ჯგუფია.
5.    ზოოციდები - მღრნელების საწინააღმდეგოდ.

აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ პესტიციდების ობიექტების მიხედვით დანაწილება ყოველთვის თანმიმდევრულად გატარებული არაა, ვინაიდან შესაძლებელია ზოგიერთი ფუნგიციდი ერთდროულად ბაქტერიციდიც იყოს. მაგალითად, ბორდოული სითხე ბაქტერიციდიცაა და ფუნგიციდიც, გოგირდი ან ცინები - ფუნგიციდიცაა და აკარიციდიცაა და სხვა.
 
სანამ პესტიციდების გამოყენებას გადავწყვეტთ გარკვეული კომბინაციების გატარება მოგვიწევს:
 
1. გავარკვიოთ რა ტიპის მავნე ორგანიზმებთან გვაქვს საქმე;
2. არის თუ არა მათი გაკონტროლება საჭირო;
3. დავფიქრდეთ, რა ტიპის საშუალებები გვაქვს და გამოვთვალოთ რა რისკებთან გვაქვს საქმე;
4. რომელ კულტურებში და რეგიონში შეიძლება მისი შეტანა;
5. გავითვალისწინოთ კლიმატური პირობები და მინიმალური პერიოდი ბოლო შეტანიდან მოსავლის აღებამდე;
6. თავსებადია თუ არა სხვა პესტიციდებთან;
7. რამდენად უსაფრთოა სასარგებლო მწერებთან ( მაგ: ფუტკარი);
8. გამოყენებულ არ იქნეს პესტიციდების რეკომენდებული დოზები ქარიან და წვიმიან ამინდში.
9. დაიცავით წამლობის დისტანცია მინდვრებთან (არაა სასურველი გაზიდან 5მ-ზე ნაკლები მანძილით) და საცხოვრებელი სახლებიდან, ფუტკრის სკებიდან, წყალსატევებიდან ( 20მ-ზე ნაკლები).
10. პესტიციდების ნარჩენების გაუნებელყოფა უნდა მოხდეს.
 
პესტიციდების განხილვისას საჭიროა ვიცოდეთ მათი გამოყენების, დოზირების, კონცენტრაციის და ხარჯვის ნორმების ზუსტი განსაზღვრა.
 
პესტიციდების გამოყენების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება თუ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისას გათვალისწინებულია მცენარეთა მავნებლებისაგან დაცვის შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: გამოყენებული ხარისხიანი კულტურა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ კლიმატს, ნიადაგს და ტოპოგრაფიას; ნიადაგი მავნე ორგანიზმებისგან უნდა იყოს თავისუფალი; თესლბრუნვა და კულტურათა მორიგეობა სწორედ უნდა იქნას შერჩეული (რაც განაპირობებს მავნებელთა განვითარების ციკლების რღვევას). ჯიშები უნდა გამოირჩეოდეს მავნე ორგანიზმების მიმართ მდგრადობით და შერჩეულ უნდა იქნეს სწორი აგროტექნიკა.

ნინო ჭიორელი
"მომავლის ფერმერი"
595 808081