ACDI/VOCA - ამერიკელი ექსპერტების მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს
 15/04/2016
ფერმერთა განვითარება განათლების და ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. წარმოგიდგენთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ACDI/VOCA-ს,
"მომავლის ფერმერი" აგრძელებს სოფლის მეურნეობაში ჩართული ორგანიზაციების და მათი სერვისების პრეზენტირებას. ჩვენ შევეცდებით ყოველდღიურად გაგაცნოთ ისინი. ასევე, მოგიწოდებთ გამოგვიგზავნოთ თქვენი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ფოსტაზე: info@agro.ge

ფერმერთა განვითარება განათლების და ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. წარმოგიდგენთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ACDI/VOCA-ს, რომლის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ მოკლევადიანი ტექნიკური სახის დახმარება და საკუთარ მეურნეობაში მოიწვიონ მათთვის სასურველი ექსპერტ-კონსულტანტები ამერიკიდან.
მასპინძელი ორგანიზაციის შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სტაბილური, განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულია ის.
 

ACDI/VOCA დაფარავს საქართველოში ექსპერტ-კონსულტანტების მგზავრობის, თბილისში დაბინავების, თარჯიმნის უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს. მასპინძლის კონტრიბუცია შესაძლოა იყოს: ტრეინინგში მონაწილე პირებისთვის სადილით ან ტრანსპორტით უზრუნველყოფა; ექსპერტის რაიონებში გადაადგილებისას ტრანსპორტით ან ბინით უზრუნველყოფა.

დაინტერესებულმა პირებმა და პარტნიორებმა შესაძლებელია პირდაპირ მიმართონ ACDI/VOCA საქართველოს წარმომადგენლობით ოფისს. გთხოვთ დააკონკრეტოთ ტექნიკური სახის საჭიროებები. ოფისის თანამშრომლები იმუშავებენ დეტალური სამუშაო გეგმის სრულყოფისა და ექსპერტის შერჩევისთვის. პროექტის დირექტორია მაგდა მენაბდე.
 
 
ფოტოზე: ჰასპის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი ჯეფ კრონენბერგი თეთრიწყაროს სოფელ ჯორჯიაშვილში სასაკლაოს ტექნიკურ დახმარებას უწევს.

 
 
  ფოტოზე: ცხოველთა კვების სპეციალისტი დეილ ზობელი სამეგრელოში კომბინირებული საკვების საწარმოში.