გთავაზობთ მარწყვის წარმოების ვებინარის დროს მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს და ტრენერის, კენკროვანი კულტურების ექსპერტ ვალერი გორგიშელის პასუხებს.
მარწყვის რა ჯიშებია რეკომენდებული აღმოსავლეთით და დასავლეთით?
დახურულ გრუნტში თითქმის ყველა რემუტანტული ჯიშის წარმოება შეიძლება, ხოლო ღია გრუნტში დასარგავად გასათვალისწინებლია ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა და მიკრო კლიმატური პარამეტრები, ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯიშის შერჩევა.
შეიძლება თუ არა მარწყვის ყოველდღიურად მორწყვა?
დამოკიდებულია სეზონსა და მარწყვის მცრენარის ფაზაზე, ზაფხულის სეზონზე ზოგჯერ საჭიროა ფესვების ყოველდღიური დატენიანება.
თაროებად როგორი მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სათბურში?
საუკეთესოა მეტალო პლასტმასის სპეც ქოთების გამოყენება, ასევე შესაძლებელია დამუშავებული პლასტმასის და ხე მასალის გამოყენებაც, მეტალის საყრდენებზე.
რამდენჯერ უნდა შევწამლოთ მარწყვი მთლიანი ვეგეტაციის პერიოდში?
მარწყვის შეწამლა არ არის რეკომენდირებული გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა.
რომელი სასუქები უნდა გამოვიყენოთ გადარგვამდე და გადარგვისას?
დახურულ გრუნტში სასუქები გამოიყენება მხოლოდ მცენარის დარგვის შემდეგ, ფესვური და ფესვგარეშე გამოკვების მეთოდით.
ორგანული მარწყვის წარმოებაში ჰერბიციდების მოშორების მიზნით მულჩის გამოყენების გარდა კიდევ სხვა მეთოდები თუ არსებობს?
თუ აპირებთ ორგანული პროდუქციის წარმოების სერტიფიკატის აღებას და მხოლოდ სარეველების მოცილების პრობლემა გაქვთ დარჩენილი აუცილებლად დაგეხმარებით. დამიკავშირდით!
რომელია უხლმოსავლიანი ჯიშები?
ALBION, BOLERO, FESTIVAL, RUBYGEM, FLAMENCO, HONEYE, ELISABET II, SAN ANDREAS.
მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტი რომელი დაავადებების სიპტომებს ჰგავს?
ეს არის საკმაოდ ვრცელი თემა და მხოლოდ ვიზუალური მსგავსება არაფრის მომცემია, ამისათვის უმჯობესია სრულყოფილი კონსულტაციის გავლა.
მარწყვში რომელი ელემენტის სიჭარბე ან ნაკლებობა რომელ ელემენტს აძევებს?
გადაჭარბებული ოდენობით ნებისმიერი მიკრო და მაკრო ელემენტი იწვევს მცენარის ინტოქსიკაციას.
მარწყვის ღია გრუნტში თუ გამოიყენება ქარსაფარი ზოლები და რომელ ხეებს გვირჩევთ ამისთვის?
დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე და ნაკვეთის მასშტაბზე.
რამდენი კუბური წყალია საჭირო დღეღამის განმავლობაში 100კვ მეტრზე, მშრალი და ნოტიო ჰავის პირობებში?
დამოკიდებული თუ რომელ ფაზაში იმყოფება მცენარე, ( საშუალოდ 0.15მ3 დან 0,30მ3 -მდე).
რა შეიძლება გავითვალისწინოთ მწერებისა და დამაჩრჩილებელი ბადეების შეძენისას?
პირველ რიგშ,ი ხარისხი და კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მზის ნათების კოეფიციენტიდან გამომდინარე, მცენარისათვის საჭირო დაჩრდილვის პროცენტი.
რა შემთხვევაში ვიღებთ რაოდენობრივად და ხარისხობრივად მაღალ მოსავალს მარწყვში, ქიმიური თუ ბიოწარმოებისას?
ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, რადგან თითოეულს აქვს ხარისხიანი მაღალი მოსავლის ინდივიდუალური განსაზღვრება.
დახურული და ღია გრუნტის მარწყვის კვების არე ერთი და იგივეა თუ განსხვავდება?
რა თქმა უნდა, განსხვავებული.
ქიმიურ წარმოებაში უფრო მეტი პესტიციდი და სასუქი მოიხმარება თუ ბიოწარმოებაში და რომელია უფრო ხარჯიანი?
ბიო წარმოება არ ნიშნავს ბიო პესტიციდებისა და სასუქების გარეშე წარმოებას. ხოლო დანახარჯები თქვენ უნდა დაითვალოთ.
რომელი განათებით მიიღწევა ფოტოპეროიდიზმის გახანგძლივება?
სპეციალიზებული საზრდელი ნათურებით.
მაქვს ეზოში რკინის ჟოლობში დარგული სანანდრეასის ნერგები და მაინტერესებს ზამთარში გარეთ რომ დავტოვო ხომ არ გაყინავს ძირებს?
თუ ფიქრობთ რომ არ იქნება -18 ცელსიუსით შეგიძლიათ დატოვოთ.
რა ღირს ნერგი და სად შევიძინოთ?
ვირუსისაგან თავისუფალი ინვიტრო ნერგი ღირს 1,2 ლარი.
ხოლო ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგი 0,55 ლარი. 599 29 38 33
ქოთანში მაქვს მარწყვი აივანზე და შემოდგომაზე მწვანე მასა უნდა მოვაშორო? აერაციისთვის ხვრელი დავუტოვო თუ მთლიანად დავხურო?
რამდენიმე ადგილას მცირე ზომის ხვრელები გააკეთეთ.