ბზა - ბზის მავნებლები
 20/04/2016
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხშირად იჭრებოდა ბზა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ეს მცენარე უფრო მეტად განადგურდა, რაც გამოწვეულია მავნებლის გავრცელებით.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხშირად იჭრებოდა ბზა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ეს მცენარე უფრო მეტად განადგურდა, რაც გამოწვეულია მავნებლის გავრცელებით. კოლხური ბზა ერთ-ერთი უძვირფასესი, მარადმწვანე მცენარეა, მიეკუთვნება  ბზისებრთა ოჯახს. ბზას აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები.  ის გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.

საქართველოში მოშენებულია  ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirans) წვრილფოთოლა ბზა (Buxus micropylla), იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).


ბზა ცოცხლობს 500-600 წელს. იზრდება ნელა. ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადაწვენით. ბოლო წლებში გამოჩნდა მავნებელი ბზის ალურა. ბზის ალურას  სამშობლოა აღმოსავლეთ აზია. ის გავრცელდა ევროპაში,  2012 წლიდან - სოჭში. შემდეგ უკვე დაიწყო მისი მასობრივი გავრცელება, რამაც გამოიწვია ბზის ხმობა.

 

 მავნებელი ლურჯ კანტებიანი მოყავისფერო თეთრი პეპელაა. მატლი იზრდება 5 სმ-მდე, მომწვანე-ყვითელი ფერის შავი თავით და მუქი მოგრძო ზოლებით. მატლი იკვებება ფოთლებითა და ტოტების ქერქით. პეპელა იწვევს ფოთლების ცვენას და ხმობას. იძლევა 3 თაობას.


მავნებლის წინააღმდეგ საჭიროა გამოვიყენოთ მექანიკური ბრძოლის ღონისძიება. ბზის  გასხვლა, ასევე - ბიოლოგიური ინსექტიციდი.
ბზის დაავადება ბზის სიდამწვრე (cylindrocladium buxicola), რომელიც გამოვლენილი იქნა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისსა და ახალზელანდიაში, გავრცელდა ევროპაში.

ბზის სიდამწვრის სიმტომებია ფოთლებზე წინწკლები, რომლებიც მოგვიანებით ყავისფერი და რუხი ფერის ბრტყელ ლაქებად გადაიქცევა. ის ვრცელდება  ქარისა და წვიმის გზით. ბრძოლის პირველი ღონისძიებაა სანიტარული ჭრა და მოჭრილი დაავადებული მცენარეების გატანა. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ კომბინირებული ფუნგიციდები.
გავუფრთხილდეთ ამ უნიკალურ მცენარეს.

 თამარ ვახტანგაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

გამოყენებული ლიტერატურა:
ტყის მავნებელი მწერებისა და სოკოების სარკვევი ქრისტიან ტიმიჩეკი, ტომს სეჩი ბერნარდ პერნი. ტყის დაცვის დეპარტამენტი. ტყის კვლევითი ცენტრის კავშირი.
 2014წ. ვენა. ავსტრია.