გაიცანით ვეტერინარი გოგა გუგულაშვილი
 22/04/2016
დღეს გაგაცნობთ ვეტერინარ გოგა გუგულაშვილს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტს 2008 წლიდან ემსახურება.
"მომავლის ფერმერი" აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.

დღეს გაგაცნობთ  ვეტერინარ გოგა გუგულაშვილს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტს 2008 წლიდან ემსახურება.

ზოოვეტის დამთავრებისთანავე იგი საკუთარ რაიონში (გურჯაანის რაიონი, სოფ. ნანიანი) დაბრუნდა  და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთო. დღეს 2 მსხვილი ფერმის კონტრაქტორია და ამასთან, კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელ „აისში“ ვეტერინარიის სპეციალისტების პრაქტიკული მეცადინეობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. არის კოლეჯის სასწავლო ფერმის ვეტერინარი. გოგა წელიწადში 15-მდე სტუდენტს ამზადებს. მას ყოველთვის აწუხებდა, რომ ვეტერინარიით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებოდნენ. "სხვადასხვა პროგრამებისა და ტრენინგების დროს მთელი საქართველო შემოვიარე და გული მწყდებოდა, რომ ჩემი ასაკის ხალხს თითქმის ვერსად ვხვდებოდი. 160 კურსდამთავრებულიდან მხოლოდ ხუთი გავყევით ვეტერინარიას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიზნად დავისახე ჩემი პროფესიით ახალგაზრდები დამეინტერესებინა და თავადაც შემეტანა გარკვეული წვლილი მათ ჩამოყალიბებაში. ვთვლი, რომ კოლეჯის ბაზაზე ყველაზე საინტერესო და საჭირო საქმეს ვაკეთებ" - ამბობს გოგა. 
 
აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას.