რატომ ორგანული საკვები?
 03/05/2016
ორგანული საკვები არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოა. არაორგანულად მოყვანილი საკვები პესტიციდებით ირწყვება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარეცხვისას არც კი შორდება.
ორგანული საკვები არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოა. არაორგანულად მოყვანილი საკვები პესტიციდებით ირწყვება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარეცხვისას არც კი შორდება; ორგანული საკვები უფრო ნოყიერია, შეიცავს მეტ ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს; ორგანული საკვების მოყვანისას არ გამოიყენება ქიმიკატები და ნიტრატები, რომლებიც საბოლოოდ აბინძურებენ ჩვენს ნიადაგს და მდინარეებს.

1) როცა თქვენ ორგანულ საკვებს ირჩევთ, თქვენ თავიდან იცილებთ ზიანის მომტანი პესტიციდების და სხვა ტოქსინების მოხმარებას.

2)ორგანული საკვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომელთა მზარდი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა პესტიციდების მიმართ.

3) საკვები, რომელიც მოყვანილია ორგანულად გამდიდრებულ ნიადაგზე, ნოყიერი და გემრიელია.

4) ორგანული ფერმები არ იყენებენ პესტიციდებს და მომაკვდინებელ ქიმიკატებს, შესაბამისად არ ხდება ნიადაგის ეროზია და მდინარეების დაბინძურება.

5) საქართველოში ორგანული საკვების უმეტესობა პატარა, ოჯახურ ფერმებში მოჰყავთ. ეს ფერმერები უარს ამბობენ დამატებით შემოსავალზე, რაცარაორგანული საკვების მოყვანით შეეძლოთ მიეღოთ.

6) არაორგანული საკვების მოყვანა ერთი შეხედვით უფრო ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა უცნობია ის დანახარჯები, რომელთა გაწევაც ჩვენ მათ მიერ დაბინძურებული გარემოს გასასუფთავებლად მოგვიწევს.