მარწყვის წარმოების ონლაინტრენინგისას შემოსული კითხვები და პასუხები
 04/05/2016
ზაფხულის პერიოდში როგორ შევინარჩუნოთ ტემპერატურა სათბურში? ვენტილაციით და წყლის ან ყინულის გამაგრილებელი სისტემით.

 გთავაზობთ მარწყვის წარმოების  ონლაინტრენინგისას მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს და ტრენერის, კენკროვანი კულტურების ექსპერტ ვალერი გორგიშელის პასუხებს.

 

ზაფხულის პერიოდში როგორ შევინარჩუნოთ ტემპერატურა სათბურში?


ვენტილაციით და წყლის ან ყინულის გამაგრილებელი სისტემით.

 
ღია გრუტში სან ანდრეასის ჯიშის მარწყვი ნორმალური მოვლის პირობებში რამდენ კგ მოსავალს იძლევა?

1.2 -1.5კგ.
 
 
რამდენად აუცილებელია ზამთარში სათბურის გათბობა?
 
შესაძლებელია როგორც გათბობა, ასევე - დამატებით სამმაგი სათბურის მოწყობა, რაც გათბობის საჭიროებას გამორიცხავს.


რამდენად აუცილებელია დამატებითი განათების გამოყენება სათბურში და რა ტიპის ნათურები უნდა გამოვიყენოთ?
 
 
თუ თქვენი სათბური სიმაღლეში სამ იარუსზე მეტია, გირჩევთ გამოიყენოთ ხელოვნური საზრდელი ნათურები.


ღია გრუნტზე რემონტატული ჯიში როდემდე შეიძლება დავრგოთ?


აპრილის და სექტემბრის თვეში.
 
 
სათბურის გადახურვა რა მასალითაა უკეთესი?
 
 
სპეც. ცელოფნის ფირით.


როგორი და რომელი სასუქით მოვუაროთ სან ანდრეასის ჯიშის მარწყვს?


NPK და მიკრო ელემენტებით.
 
 
სუბსტრაქტებიდან რომლის გამოყენება არის რეკომენდებული?


 
ტორფის და პერლიტის ნაზავის,   ასევე - ქოქოსის სუბსტრატის.
 
 
ღია გრუნტზე მულჩირება როგორ არის შესაძლებელი?

 
შეგიძლიათ გამოიყენოთ: პოლიეთილენის, ნამჯის და ბოჭკოს მულჩი.
 
 
სად შევიძინოთ ტორფი?

 
ნებისმიერ ფერმერთა მომსახურეობის ცენტრში.
 
 
რამდენად მიზანშეწონილია თესლიდან მარწყვის ნერგის გაზრდა?

 
 არის ჯიშები, რომლებიც შეგიძლიათ თესლიდან მიიღოთ.
 
 
გემოვნებით რომელი ჯიშის მარწვია გამორჩეული?


გემოვნება ყველა ჯიშის მარწყვს ინდივიდუალური აქვს.
 
 
100კმ.მ-ის ფართობის სათბურში დამტვერიანების რა ფორმაა ოპტიმალური, სკა რამდენად მიზანშეწონილია?

 
შესაძლებელია სკის გამოყენებაც.
 
 
მიკროკლიმატის შესაქმნელად თუ არის პროგრამა უზრუნველყოფა შექმნილი?

დიახ.
 
 
სად შეიძლება სპეციალური ფუტკრის შოვნა სათბურისთვის?

 
დიდუბეში, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრში.
 
 
რამდენი ჯიშის მარწყვია საქართველოში შემოტანილი?
 
 
სულ მცირე 50 სხვადასხვა ჯიშის.
 
 
სად შეიძლება ნაყოფიერი და საიმედო ჯიშის შეძენა?
 
 
დაგვიკავშირდით 599293833