"მომავლის ფერმერმა" თელავის პროფესიულ კოლეჯ "პრესტიჟში" მესაქონლეობაში ჰელმინთური დაავადებების, მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ ტრენინგი ჩატარა სტუდენტებისა და ვეტაფთიაქების მფლობელებისთვის. ტრენინგის მიზანი ცოდნის გაღრმავებასთან ერთად სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და კონტაქტების დამყარება იყო.
ტრენინგი ტარდება "კახეთი მოლის" "მცირე ფერმერების განვითარების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში.