პრაქტიკული ტრენინგები ხულოსა და ხელვაჩაურში მეფუტკრე ფერმერებისთვის
 04/08/2016
"მომავლის ფერმერმა" ხულოსა და ხელვაჩაურში მეფუტკრე ფერმერებისთვის პრაქტიკული ტრენინგები
"მომავლის ფერმერმა" ხულოსა და ხელვაჩაურში  მეფუტკრე ფერმერებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარა, თემებზე: "ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები" და  ფუტკრის კვება.

"მომავლის ფერმერის" სპეციალისტებმა თამარ ბოსტაშვილმა და ნინო ყიფიანმა საფუტკრეებში მოახდინეს ფუტკრის მიკროსკოპული დათვალიერება და დაავადებების დიაგნოსტიკა. მეფუტკრე ფერმერებს გადაეცათ მეფუტკრეობის შესახებ საინფორმაციო მასალები.