"მომავლის ფერმერმა" "კახეთი მოლის" "მცირე ფერმერების განვითარების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" სტუდენტების, ვეტექიმების, ვეტფარმაცევტებისა და ფერმერებისთვის ჩაატარა ტრენინგი, თემაზე: "ზოგიერთი ინვაზიური დაავადება, მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა"; "მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში კვებისგან გამოწვეული დაავადებები და მათი პროფილაქტიკა;"
ტრენინგის მიზანია კოლეჯის სტუდენტების, მოქმედი ვეტექიმებისა და ვეტფარმაცევტების, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმოების ცნობიერების ამაღლება, დაავადებების სწორი და ეფექტური მართვა, ფერმერთან ურთიერთობები; თანამედროვე ვეტერინარული პრეპარატებისა და ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და კონტაქტების დამყარება.
ტრენინგს წარუძღვნენ: "ასოციაცია მომავლის ფერმერი" ტრენერი, მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი - მიხეილ ჭიჭაყუა და ტრენერი, კონსულტანტი, ვეტერინარიის დოქტორი - დავით ბოსტაშვილი.