ირლანდიელი აგროჟურნალისტი ბრენდან დანლევი სტუმრად "მომავლის ფერმერში"
 21/09/2016
ირლანდიელი აგროჟურნალისტი ბრენდან დანლევი "მომავლის ფერმერს" ესტუმრა.

ირლანდიელი აგროჟურნალისტი  ბრენდან დანლევი "მომავლის ფერმერს" "კახეთი მოლის" მოწვევით ესტუმრა. საუბარი შეეხო ქვეყანაში აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და პერსპექტივას, კერძო სექტორისა და ხელისუფლების როლს.

ბრენდან დანლევს აგროჟურნალისტიკაში 40 წლიანი გამოცდილება აქვს.  ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებთან, აგროჟურნალისტიკის განვითარების მიმართულებით და აგროჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენლად მიიჩნევს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ბრენდან დანლევის საქართველოში ვიზიტის მიზანია, აგრო სფეროში ეფექტური მედია მენეჯმენტის ხელშეწყობა და რეიტინგული პროგრამების მომზადებაში რეკომენდაციების მიღება.

ბრენდანი მუშაობდა ირლანდიაში, ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის შემდეგ ქვეყნებში: რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი და ა.შ. პერიოდულად სხვადასხვა ჟურნალში წერდა სტატიებს, ატარებდა კვლევებს. გარკვეული ხანი მუშაობდა ირლანდიურ და ბრიტანულ ტელე და რადიო არხებზე და სოფლის მეურნეობის სფეროს შესახებ არსებული გადაცემების პროდიუსერი, წამყვანი და მკვლევარი გახლდათ. მათ შორის ისეთ მედია საშუალებებში, როგორებიცაა, BBC, UTV (United Kingdom) და ა.შ.