"მომავლის ფერმერმა" კასპის რაიონის სოფელ ფერმის მოსახლეობის მოთხოვნით ტრენინგი ჩაატარა მეცხოველე ფერმერებისთვის აქტუალური დაავადებების შესახებ.
სოფელში ძირითადად მეხორცული მიმართულების მესაქონელობას მისდევენ და მათთვის მნიშვნელოვანია დაავადებების დროული პრევენცია და მართვა.
აღნიშნულ საკითხებზე ფერმერებს ესაუბრნენ: "მომავლის ფერმერის" კონსულტანტები და ტრენერები მიხეილ ჭიჭაყუა და დავით ბოსტაშვილი.