რეგიონული მედიის ასოციაციამ GRMA "აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს" პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა ქმედითი და ეფექტური დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე, ან და ამ სფეროთი დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს.
სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: აგროჟურნალისტიკა; აგრონიმიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის; აგროკალენდარი; ვეტერინარია; სურსათის უვნებლობა და DCFTA; მედია ტექნოლოგია აგრობიო მრავალფეროვნების საჩვენებლად; მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება; მეცხოველეობის გაშუქება; მემცენარე ჟურნალისტი.
აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა მერსი ქორფსის "კავკასიის მცირე ალანსების პროგრამის" მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის GRMA, საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა GARB და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან JRC პარტნიორობით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად. გზამკვლევის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი, რომელიც ამ გამოცემის ერთ-ერთი ავტორია.