"მომავლის ფერმერმა" ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 ვეტაფთიაქს თანამედროვე ინვენტარი, საჭირო ავეჯი და მაცივრები გადასცა
 18/10/2016
მცირე ფერმერების განვითარების ხელშეწყობის "კახეთი მოლის" პროექტის ფარგლებში "მომავლის ფერმერმა" ახმეტის მუნიციპალიტეტების 6 ვეტაფთიაქს გაუმჯობესებული სერვისის მიზნით გადასცა თანამედროვე ინვენტარი, საჭირო ავეჯი და მაცივრები.
მცირე ფერმერების განვითარების ხელშეწყობის "კახეთი მოლის" პროექტის ფარგლებში "მომავლის ფერმერმა" ახმეტის მუნიციპალიტეტის 6 ვეტაფთიაქს გაუმჯობესებული სერვისის მიზნით გადასცა თანამედროვე ინვენტარი, საჭირო ავეჯი და მაცივრები.

"მომავლის ფერმერი" აფთიაქების წარმომადგენლებს ეხმარება მარკეტინგულ აქტივობებშიც, რომლის ფარგლებშიც აფთიაქებს გადაეცათ კლიენტთა ლოიალობის ბარათები. ეს რეგიონების ვეტაფთიაქებში დაგროვებისა და ბონუს ბარათების დანერგვის პირველი პრეცენდენტია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მარკეტინგული აქტივობებიც. ასევე, პროფესიული ტრენინგები და ვორქშოფები.

აღნიშნული პროექტის მიზანია ფერმერებმა მიიღონ გაუმჯობესებული და თანამედროვე სერვისი. პროექტი ხორციელდება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში და მასში ჩართულია 25 ვეტაფთიაქი.