8 ნოემბერს "მომავლის ფერმერმა" ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით ჩაატარა სერტიფიცირებული ვორქშოპი აჭარის რეგიონში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტების ვეტერინარებისთვის. აღნიშნულ სწავლებას გაუძღვა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დოქტორი ვოლტერ ჰილტონი. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან 2002 წლიდან მუშაობს.
ვორქშოპის ფარგლებში მოეწყო პრაქტიკული გასვლა ხელვაჩაურის ფერმერულ მეურნეობაში.