ვოლტერ ჰილტონის ვორქშოპი ახალციხელი ფერმერებისა და ვეტერინარებისათვის
 03/11/2016
მეცხოველე ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია რეპროდუქციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, ასევე, რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების საკითხები.
მეცხოველე ფერმერებისა და ვეტერინარებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია რეპროდუქციისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების, ასევე, რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების საკითხები.

სწორედ ამ მიზნით 2 ნოემბერს "მომავლის ფერმერმა" ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით ჩაატარა პრაქტიკული სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერმერებისა და ვეტერინარებისათვის. სწავლება ჩატარდა სოფელ წნისში, მეცხოველე ფერმერის მეურნეობის ბაზაზე.
 
ტრენინგს გაუძღვა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დოქტორი ვოლტერ ჰილტონი, რომელსაც ვეტერინარიისა და ცხოველთა კვების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან 2002 წლიდან მუშაობს.