3 ნოემბერს "მომავლის ფერმერმა" ACDI/VOCA "ფერმერი ფერმერს" პროგრამის მოწვევით ჩაატარა სერტიფიცირებული ვორქშოპი კახეთის მუნიციპალიტეტის ვეტერინარებისა და ვეტერინარული აფთიაქების მფლობელებისათვის. აღნიშნულ სწავლებას გაუძღვა პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის დოქტორი ვოლტერ ჰილტონი, რომელსაც ვეტერინარიისა და ცხოველთა კვების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან 2002 წლიდან მუშაობს. ვორქშოპის მონაწილეებისთვის მოეწყო სასწავლო ექსკურსია "ბიოტეკსის" ბაზაზე, სადაც ისინი ვეტერინარული პრეპარატების წარმოებისა და ლაბორატორიის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ვორქშოპი ტარდება მომავლის ფერმერისა და პროექტ MOLI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტს MOLI კახეთში ახორციელებს შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER - ი შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.