"მომავლის ფერმერის" აგრონომებმა ნინო ჭიორელმა და თამარ ვახტანგაძემ "მომავლის სოფლის" მოწვევით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ტრენინგი ჩაატარეს მეხილეობა-მებაღეობის თემაზე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს მეხილეობის ძირითად ზონებს, მეხილეობის პრინციპებსა და მეთოდებს, ხეხილის ბაღის გაშენებასა და მოვლის თავისებურებებს, ხეხილოვანი კუტურების დამოკიდებულებას გარემო პირობებისადმი, საქართველოში გავრცელებულ კულტურებსა და ჯიშებს; ასევე ხეხილის ბაღის სტრესული ფაქტორებისადმი დაცვის ღონისძიებებს. (24.01.2017)