საკვების თანამედროვე შემრევი დანადგარის გადაცემა
 07/02/2017
მცირე ფერმერების ხელშემწყობის პროექტის ფარგლებში "მომავლის ფერმერმა" საკვებმწარმოებლებს: ყვარელში, სოფელ ჭიკაანში განთავსებულ საწარმოს მფლობელ ამირან ვეფხიაშვილს და გურჯაანში განთავსებულ საწარმოს მფლობელ ნუკრი ქაჩლიშვილს გადასცა საკვების თანამედროვე შემრევი დანადგარი.

ახალი ინფრასტურუქტურის გამოყენებით ვეფხიაშვილი მეცხოველე ფერმერებს მიაწვდის თვეში 12 ტონა გაუმჯობესებულ საკვებს, ხოლო ნუკრი ქაჩლიშვილი 45 ტონა საკვებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეებისთვის გაუმჯობესებული საკვების წარმოებისთვის ტექნიკური დახმარება და ტრენინგები. ასევე, 2017 წლის განმავლობაში საკვების ლაბორატორიული კვლევა  6 აუცილებელ კომპონენტზე: ნაცარი, ტენიანობა, პროტეინი, უჯრედანა, ცხიმი, მიკრობიოლოგიური დაბინძურება. „მომავლის ფერმერის“ დახმარებით მეწარმეები განახორციელებენ სრულფასოვანი საკვების წარმოებას, დაფასოებას, ბრენდირებას და ეტიკეტირებას. მზა საკვები გაიყიდება ვეტერინარულ აფთიაქებშიც. პროექტს ახორციელებს „MOLI კახეთში“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER - ისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთის მუნიციპალიტეტებში 10 საკვებმწარმოებლის განვითარება.