"მომავლის ფერმერმა" "კახეთი მოლი" პროექტის ფარგლებში ვეტაფთიაქებისთვის შემუშავებული საწყობის მართვის პროგრამის ინდივიდუალური ტრენინგები ჩაატარა და მონიტორინგი განახორციელა. პროექტის ფარგლებში კახეთის მუნიციპალიტეტის 16 ვეტაფთიაქს გადაეცა კომპიუტერები და საწყობის მართვის მათზე მორგებული პროგრამა, რაც ელექტრონული აღრიცხვიანობის, მიკვლევადობისა და ბიზნესის მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ვეტაფთიაქის მფლობელები ინტენსიურად ახორციელებენ ინფორმაციის შეტანას, აქტიურად იყენებენ პროგრამას.